თავში

ნავალნი ადასტურებს, რომ მერკელმა ის კლინიკაში მოინახულა - განახლებულია

ნავალნი ადასტურებს, რომ მერკელმა ის კლინიკაში მოინახულა
ნავალნი ადასტურებს, რომ მერკელმა ის კლინიკაში მოინახულა - განახლებულია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ადასტურებს, რომ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ის ბერლინის კლინიკა "შარიტეში" მოინახულა.

"შეხვედრა იყო, თუმცა მას "საიდუმლო" არ უნდა ეწოდებოდეს. ეს უფრო კერძო შეხვედრა იყო და საუბარი ოჯახთან", - დაწერა ნავალნიმ "ტვიტერზე" და მერკელს მადლობა გადაუხადა.

-09-31-

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პუტინის ოპონენტი ალექსეი ნავალნი გერმანიის "შარიტეს" კლინიკაში  მკურნალობისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოინახულა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გერმანელი ექიმები ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლულ ნავალნის 32 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. შეხვედრის დეტალები უცნობია.

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ რუსი ოპოზიციონერი უმძიმესი ნერვულ-პარალიტიკური საშუალებით "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ბერლინმა, მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა. მოსკოვი ინციდენტთან რაიმე კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს  და აცხადებს, რომ დანაშაულის მტკიცებულებებს ამ დრომდე ვერ მიაგნო. 

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system