თავში

ნავალნიმ საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა

ნავალნიმ საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა
ნავალნიმ საპატიმროში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ფეხის არეში ტკივილის შემსუბუქების მიზნით საპატიმრო დაწესებულებაში ტკივილგამაყუჩებლები მოითხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ  განაცხადა, რომ  პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი თქმით, ადვოკატებს ნავალნის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

თავად ალექსეი ნავალნის თქმით, მას მწვავე ტკივილები აღენიშნება და აუცილებელი მედიკამენტები ესაჭიროება.

ნავალნი ციხეში 2 წელს, 6 თვესა და 2 კვირას გაატარებს. იგი 2023 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გათავისუფლდება.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system