თავში

ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე მოწოდებებს ვუერთდები - იენს სტოლტენბერგი

ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე მოწოდებებს ვუერთდები - იენს სტოლტენბერგი
ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე მოწოდებებს ვუერთდები - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ვუერთდები საერთაშორისო მოწოდებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებით მისი მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – წერს იენს სტოლტენბერგი ,,ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, 2020 წლის წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system