თავში

ნავალნის ფონდის დირექტორი სტუდიის თბილისში გადატანას არ ადასტურებს

ნავალნის ფონდის დირექტორი სტუდიის თბილისში გადატანას არ ადასტურებს
ნავალნის ფონდის დირექტორი სტუდიის თბილისში გადატანას არ ადასტურებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი სიცრუეს უწოდებს რუსული გამოცემა РБК-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფონდი მაუწყებლობის დაწყებას საქართველოდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.

ივან ჟდანოვმა „დოჟდს“ განუცხადა, რომ ინფორმაცია, მათი თანამშრომლების საქართველოში გადასვლის შესახებ, ყალბია. მისივე მტკიცებით, ფონდის თანამშრომლები საქართველოში დასასვენებლად იმყოფებიან. 

„ფონდის რამდენიმე თანამშრომელი ნამდვილად ისვენებს იქ, მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ თანამშრომლების პირად ცხოვრებას“, – განაცხადა ჟდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული გამოცემა РБК-ის ცნობით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი გადაცემების საქართველოდან ტრანსლირებას გეგმავს.

როგორც სააგენტო წერს, საქართველოში უკვე გადმოვიდა ფონდის რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ტექნიკური ჯგუფი.

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით РБК ასევე წერს, რომ საქართველოში გამოგზავნილია ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილიც.

აპრილის შუა რიცხვებში ნავალნის შტაბები და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი პროკურატურამ გაჩხრიკა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, "ნავალნის შტაბებისა" და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიზანი "ფერადი რევოლუციისა" და ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკური სიტუაციის "დესტაბილიზაციის გზით" რუსეთს საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლების შეცვლაა.ასევე გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ამ სტრუქტურებით მოქმედებენ საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებულია, როგორც არასასურველი.

აპრილის ბოლოს "ნავალნის შტაბების" საქმიანობა ექსტრემისტულად და ტერორისტულად გამოცხადდა. ის რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა შესაბამის ნუსხაში შეიტანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system