თავში

ნავალნის იძულებით კვებაზე გადაყვანას უპირებენ

ნავალნის იძულებით კვებაზე გადაყვანას უპირებენ
ნავალნის იძულებით კვებაზე გადაყვანას უპირებენ

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მის პირად "ინსტაგრამზე" ვრცელდება. ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტს, მას იძულებით კვებაზე გადაიყვანენ. 

"დღეს დილით პოლკოვნიკი ქალი მოვიდა და მითხრა: თქვენი სისხლის ანალიზი ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებასა და რისკზე მიუთითებს. თუ შიმშილობაზე უარს არ იტყვით, ჩვენ მზად ვართ ახლავე იძულებით კვებაზე გადაგიყვანოთ. შემდეგ კი აღმიწერა იძულებითი კვების მთელი მომხიბვლელობა - შემბორკავი პერანგი და ა.შ" - ამბობს ნავალნი. 

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ მოითხოვა დამოუკიდებელი სამოქალაქო ექიმის ნახვის უფლება. 

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system