თავში

ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს
ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე სამასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ცენტრი, „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთის ორმოცზე მეტ ქალაქში გაიმართა.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკურნალ ექიმებს მის მოსანახულებლად კვლავ არ უშვებენ. ამის შესახებ განცხადება "ექიმთა ალიანსის" ხელმძღვანელმა ანასტასია ვასილიევამ Twitter-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ანასტასია ვასილიევასთან ერთად კოლონიაში მივიდნენ რეანიმატოლოგი, თერაპევტი და ნეიროქირურგი. ექიმები პენიტენციური დაწესებულების წინ ორი საათი იდგნენ, თუმცა უშედეგოდ.

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა. მისი სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა კრიტიკულია. ვასილიევას განცხადებით, თუ მას არ უმკურნალებენ, შესაძლოა პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს. ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგები, თირკმლის უკმარისობასა და გულის პრობლემებზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება. ნავალნის ციხეში უთხრეს, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტს, იძულებით კვებაზე გადაიყვანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system