თავში

ნავალნის მკურნალ ექიმს პაციენტის სანახავად კვლავ არ უშვებენ

ნავალნის მკურნალ ექიმს პაციენტის სანახავად კვლავ არ უშვებენ
ნავალნის მკურნალ ექიმს პაციენტის სანახავად კვლავ არ უშვებენ

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკურნალ ექიმებს მის მოსანახულებლად კვლავ არ უშვებენ. ამის შესახებ განცხადება "ექიმთა ალიანსის" ხელმძღვანელმა ანასტასია ვასილიევამ Twitter-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ანასტასია ვასილიევასთან ერთად კოლონიაში მივიდნენ რეანიმატოლოგი, თერაპევტი და ნეიროქირურგი. ექიმები პენიტენციური დაწესებულების წინ ორი საათი იდგნენ, თუმცა უშედეგოდ.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მისი სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა კრიტიკულია. ვასილიევას განცხადებით, თუ მას არ უმკურნალებენ, შესაძლოა პაციენტი რამდენიმე დღეში დაიღუპოს.

ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგები,  თირკმლის უკმარისობასა და გულის პრობლემებზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system