თავში

ნავალნის შტაბები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

​ნავალნის შტაბები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს
ნავალნის შტაბები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

"ნავალნის შტაბების" საქმიანობა ექსტრემისტულად და ტერორისტულად გამოცხადდა. ის რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა შესაბამის ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაავრცელებს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, "ნავალნის შტაბებისა" და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიზანი "ფერადი რევოლუციისა" და ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკური სიტუაციის "დესტაბილიზაციის გზით" რუსეთს საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლების შეცვლაა.

ასევე გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ამ სტრუქტურებით მოქმედებენ საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებულია, როგორც არასასურველი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დააკავეს იურისტი ივან პავლოვი, რომელიც ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ინტერესებს იცავს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system