თავში

ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

​ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა
ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და მისი თანამზრახველების, ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ექსტრემისტული საზოგადოების შექმნასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კიდევ რამდენიმე ადამიანი ექსტრემისტული საზოგადოების წევრობაში დაადანაშაულეს.

საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ნავალნის მიერ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბება მიზზად ისახავდა „კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შეცვლას“ და „საზოგადოების უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს ერთიანობის შერყევას“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნავალნის 10 წლით, ხოლო მის თანამებრძოლებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

26 ივლისს რუსეთის სამეთვალყურეო სააგენტომ "როსკომნადზორმა" ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებგვერდი navalny.com დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system