თავში

ორლანდო ბლუმმა და კეტი პერიმ კორონავირუსის გამო ქორწილი გააუქმეს

ორლანდო ბლუმმა და კეტი პერიმ კორონავირუსის გამო ქორწილი გააუქმეს
ორლანდო ბლუმმა და კეტი პერიმ კორონავირუსის გამო ქორწილი გააუქმეს

პოპ მომღერალმა კეტი პერიმ და „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავმა, ორლანდო ბლუმმა იაპონიაში დაგეგმილი ქორწილი კორონავირუსის გამო გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Vanity Fair ავრცელებს.

მსახიობი და მომღერალი 2019 წლის 14 თებერვალს დაინიშნენ და ახლა უკვე პირველ შვილს ელოდებიან. მათი ქორწილი იაპონიაში ზაფხულში უნდა გამართულიყო, სადაც 150 ადამიანი იყო დაპატიჟებული. თუმცა, ახალი ტიპის COVID-19 ვირუსის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით წყვილმა დაგეგმილი ქორწილი გააუქმა.

ოფიციალური მონაცემებით იაპონიაში კორონავირუსით 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 420 ინფიცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system