თავში

ნავსადგურში 35 ნავი დაიწვა და 8 ადამიანი დაიღუპა

ნავსადგურში 35 ნავი დაიწვა და 8 ადამიანი დაიღუპა
ნავსადგურში 35 ნავი დაიწვა და 8 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ალაბამას შტატში, მდინარე ტენესის სანაპიროზე, ნავსადგურში მდგომი 35 ნავი ხანძარმა გაანადგურა. ზოგიერთ მათგანს მფლობელები საცხოვრებლად იყენებდნენ. 7 ადამიანი, რომელთაც გადარჩენა ცურვით სცადეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულის გადაციება და მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ. 

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს. ხანძრის მომენტში ნავებზე მყოფი ადამიანების რაოდენობა ზუსტდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system