თავში

NBA-ის ჩემპიონმა აქციის მონაწილეს სცემა

NBA-ის ჩემპიონმა აქციის მონაწილეს სცემა
NBA-ის ჩემპიონმა აქციის მონაწილეს სცემა

"კლივლენდ კავალიერსის" შემადგენლობაში, NBA-ის ჩემპიონი ჯეი არ სმიტი მორიგ სკანდალში გაეხვა. კალათბურთელმა ლოს-ანჯელესში, არეულობის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სპორტსმენის თქმით მან მამაკაცს "ჭკუა მას შემდეგ ასწავლა" რაც მან მისი ავტომობილის შუშა ჩაამსხვრია. ჯეი არ სმიტი მის ყოფილ თანაგუნდელ ჯორდან კლარქსონთან ერთად აქციებში თავადაც მონაწილეობს. 

აშშ-ს არაერთ ქალაქში მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის თანამშრომელმა ჯორჯ ფლოიდი ჯერ დააკავა შემდეგ კი მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე პოლიციელი დააკავეს, დემონსტრანტები გამოსვლებს მაინც განაგრძობენ და ინციდენტში მონაწილე ყველა სამართალდამცავის დასჯას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system