თავში

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი ლეგალიზებულია

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი ლეგალიზებულია
ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთსქესიანი ქორწინება და აბორტი ლეგალიზებულია

ჩრდილოეთ ირლანდიაში, პირველად ისტორიაში, აბორტი და ერთსქესიანი ქორწინება ნებადართული ხდება. ინიციატივის მომხრეები საკანონმდებლო ცვლილებას „ისტორიულ მომენტს“ უწოდებენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ეძლევათ, რითაც უთანასწორობას და დისკრიმინაციას წერტილი დაესმევა.

აბორტი ჩრდილოეთ ირლანდიაში აკრძალული იყო და ბავშვის მოცილება მხოლოდ ჯანმრთელობის უკიდურესად გართულების შემთხვევაში იყო ნებადართული. აკრძალვა ბევრ სირთულესა და რისკს ქმნიდა. აბორტისთვის ქალები ხშირად ან არალეგალურ გზას მიმართავდნენ, ან ოპერაციის გასაკეთებლად უცხოეთში მიდიოდნენ.

საკანონმდებლო ცვლილებით შედეგად, ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system