თავში

ნეანდერტალელთა გამოქვაბულში ახალი საკანი აღმოაჩინეს

​ნეანდერტალელთა გამოქვაბულში ახალი საკანი აღმოაჩინეს
ნეანდერტალელთა გამოქვაბულში ახალი საკანი აღმოაჩინეს

გიბრალტარის კლდეზე არსებულ გამოქვაბულთა ქსელში აღმოაჩინეს ახალი საკანი, რომელიც მიწისძვრის გამო მსოფლიოს დაახლოებით 40,000 წლის განმავლობაში არ უნახავს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ექსპერტებმა ვანგარდის მღვიმის შესწავლა 2012 წელს დაიწყეს და ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გიბრალტარის ეროვნული მუზეუმის დირექტორის, კლაივ ფინლეისონის ხელმძღვანელობით, მის შიგნით ახალი 13-მეტრიანი სივრცე აღმოაჩინეს.

"ეს ტუტანხამონის საფლავის გასხნას ჰგავს, თქვენ ხვდებით ისეთ ადგილას, სადაც ათობით ათასი წლის განმავლობაში არავინ ყოფილა", - ამბობს ფინლეისონი.

საკანში სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის ნაშთები აღმოაჩინეს.

"ჩვენ გამოქვაბულის კედლებზე ასევე კლანჭის ექვსი ან შვიდი ნაკაწრი ვიპოვეთ. როგორც წესი, ასეთი კვალი დათვებთან ასოცირდება, მაგრამ მე ის ცოტა პატარა მეჩვენება", - განაცხადა მეცნიერმა.

მღვიმე ზღვის დონიდან 20 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რაც მიანიშნეს, რომ ადრე აქ არსებობდნენ ადამიანები, რომელთა კვალი მეცნიერებმა სხვაგან აღმოაჩინეს. ნეანდერტალელების არსებობას მოწმობს კერები და ქვის იარაღები, ასევე მოკლული ცხოველების ნაშთები.

”ნეანდერტალელები ამ დონეზე არ ცხოვრობდნენ, ამიტომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ჰიენებმა დაიჭირეს ბავშვი, მოკლეს იგი და გამოქვაბულის სიღრმეში გაიყვანეს”, - თქვა ფინლეისონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system