თავში

ნეაპოლი მარადონას გლოვობს - VIDEO - PHOTO

ნეაპოლი მარადონას გლოვობს
ნეაპოლი მარადონას გლოვობს - VIDEO - PHOTO

ნეაპოლი დიეგო მარადონას ემშვიდობება. ქალაქის ქუჩები გულშემატკივრებითაა სავსე. სახლებთან, რომლებზეც ფეხბურთელის პორტრეტები დაკიდეს, ყვავილები და სანთლები მოაქვთ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

მარადონას გულშემატკივრები საფეხბურთო სტადიონთანაც შეიკრიბნენ. ქალაქის მერმა უკვე გამოაცხადა, რომ სტადიონს არგენტინელი ფეხბურთელის სახელი მიენიჭება.

მარადონა ადგილობრივ გუნდში 1984–1991 წლებში თამაშობდა. მასთან ერთად კლუბმა მოიგო უეფას თასი, ქვეყნის სუპერთასი და იტალიის ჩემპიონის ორი ტიტული.

არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system