თავში

NEJM: "რემდესივირის" გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ არაეფექტურია

NEJM: "რემდესივირის" გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ არაეფექტურია
NEJM: რემდესივირის გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ არაეფექტურია

'კორონავირუსით ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებული პაციენტების სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება სიკვდილიანობაზე გავლენას არ ახდენს', - ვკითხულობთ სამედიცინო გამოცემა New England Journal of Medicine-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

გამოცემის თანახმად, მკვლევარებმა  COVID-19-ით ინფიცირებული 11,330 პაციენტის მონაცემები გადაამოწმეს, ასევე შეისწავლეს მათი მკურნალობის მეთოდები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ანტივირუსული პრეპარატების - რემდესივირის, ჰიდროქსიქლოროქინის, ლოპინავირის და ინტერფერონის  გამოყენება, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებელზე გავლენას არ ახდენს.

კვლევებმა აჩვენა, რომ საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, "რემდესვირის" მიღებისას სიკვდილიანობა 0,95%-ით შემცირდა, "ჰიდროქსიქლოროქინის" გამოყენებისას - 1,19%-ით, "ლოპინავირის" შემთხვევაში - 1,00%-ით, ხოლო "ინტერფერონის" გამოყენებისას 1,16%-ით. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ პრეპარატების გამოყენება დაავადების სიმძიმესა და გარდაცვალების მაჩვენებელზე მხოლოდ მცირედით ან საერთოდ არ მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system