თავში

ნელი სიარული COVID-ით სიკვდილის რისკს ოთხჯერ ზრდის - მეცნიერები

ნელი სიარული COVID-ით სიკვდილის რისკს ოთხჯერ ზრდის - მეცნიერები
ნელი სიარული COVID-ით სიკვდილის რისკს ოთხჯერ ზრდის - მეცნიერები

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანები, რომლებიც ნელი ტემპით დადიან კორონავირუსით გარდაცვალების რისკი მათში თითქმის 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც სწრაფი ტემპით დადიან.

ნაშრომის ავტორებმა გამოიკვლიეს 412 ათასი ადამიანის სამედიცინო და გენეტიკური მონაცემები, რომელთა ასაკი 40-დან 69 წლამდე იყო.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნელი ტემპით მოსიარულე ადამიანები კორონავირუსის ინფექციით 3,75 ჯერ უფრო მეტად იღუპებოდნენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ნორმალური წონის მქონე ადამიანები, რომლებიც ნელა დადიან, მათში 2,5-ჯერ მეტია COVID-19-ის გართულებული ფორმის განვითარების რისკი, ვიდრე ჭარბი წონის მქონე ადამიანებში, რომლებიც სწრაფი ტემპით გადაადგილდებიან.

მეცნიერები თვლიან, რომ სიარულის უფრო სწრაფი ტემპის მქონე ადამიანებს ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ, რამაც ზოგადად შეიძლება გავლენა იქონიოს დაავადების მიმდინარეობაზე. ამასთან, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მიღებული შედეგების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system