თავში

ნელსონ მანდელას ნივთები აუქციონზე გაიყიდება

ნელსონ მანდელას ნივთები აუქციონზე გაიყიდება
ნელსონ მანდელას ნივთები აუქციონზე გაიყიდება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ოჯახმა აუქციონზე გასაყიდად გარდაცვლილი პრეზიდენტის ნივთები გამოიტანა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

აუქციონზე გაყიდული ნივთებით შეგროვებული თანხა მისი პატივსაცემი მემორიალური ბაღის მშენებლობას მოხმარდება.

აუქციონზე გამოტანილი ასზე მეტი ლოტი მოიცავს მანდელას ცნობილ მაისურსაც, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატს მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებზე, გაერო-ში გამოსვლისას ეცვა.

აუქციონი 11 დეკემბერს გაიმართება. 

ნელსონ მანდელა  2013 წლის 5 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system