თავში

ნეპალმა ახალი სახელმწიფო რუკა დაამტკიცა

ნეპალმა ახალი სახელმწიფო რუკა დაამტკიცა
ნეპალმა ახალი სახელმწიფო რუკა დაამტკიცა

ნეპალის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის ახალი რუკა დაამტკიცა, რომელიც ინდოეთთან სადავოდ ქცეულ ტერიტორიებსაც მოიცავს.  ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ნეპალი საკუთარი პოზიციის გამკაცრებას გამოხატავს.

სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით დავა ორ სახელმწიფოს შორის ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.

ინდოეთი ნეპალის ახალ რუკას უარყოფს და მიმდინარე მოვლენების განვითარებას "ცალმხრივ მოქმედებას" უწოდებს, რომელიც ისტორიულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს მოკლებულია.

რუკაზე დასახლება სახელწოდებით ნეპალი ნეპალის საზღვრებშია მოქცეული, თუმცა ინდოეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორია მათ ეკუთვნით.

ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, პრაჩანდას განცხადებით, ნეპალს საკითხის გართულება არ სურს და საკითხის მოგვარებას ინდოეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system