
ნეპალში, მუგუს შორეულ მთიან რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.
კიდევ 17 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტის მომენტში ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია.