თავში

ნეპალში მეწყერს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში მეწყერს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალის მთიან სოფლებში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია ათობით სახლი, რამდენიმე ადამიანს სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კატმანდუს მახლობლად 28 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლის უწყვეტი წვიმა და ტალახი.

ცნობისთვის, ივნისი-სექტემბრის პერიოდში ნეპალის ტერიტორიაზე სტიქია ყოველწლიურად მძვინვარებს. წელს წყალდიდობამ და მეწყერმა უკვე იმსხვერპლა 215 ადამიანი, ხოლო ოფიციალური მონაცემებით, 85 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system