თავში

ნეთანიაჰუ კონკურენტს მოულოდნელ შეთავაზებას უკეთებს

​ნეთანიაჰუ კონკურენტს მოულოდნელ შეთავაზებას უკეთებს
ნეთანიაჰუ კონკურენტს მოულოდნელ შეთავაზებას უკეთებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი და პარტია „ლიქუდის“ ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ცენტრისტული ალიანსის, „კაჰოლ ლავანის“ ლიდერს, ბენი განცის ფართო ერთობის მთავრობის ფორმირებას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის რადიო „კანი“ ავრცელებს.

„მოდით შევხვდეთ. ჩვენ ფართო ერთობის მთავრობა უნდა შევქნათ“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 

ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტი არჩევნებში განაწილებული ხმების 90 პროცენტის დათვლა დაასრულა. ბოლო მონაცემებით, ბენი განცის ცენტრისტული ალიანსი ახალი მოწვევის ქნესეტში 32, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიქუდი“ - 31, გაერთიანებული არაბული სია კი 13 მანდატს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system