თავში

ნეთანიაჰუმ მსოფლიოს ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

ნეთანიაჰუმ მსოფლიოს ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწო
ნეთანიაჰუმ მსოფლიოს ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მსოფლიოს ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამის მიზეზად თეირანის მხრიდან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევას ასახელებს.

„ირანი სისტემატურად არღვევდა თავის ვალდებულებებს, მალავდა ადგილებს და ამდიდრებდა მასალას. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და დააწესოს სანქციები ირანის წინააღმდეგ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერის განცხადებით, ისრაელი არასოდეს დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას.

პარასკევს გაეროს ბირთვული დამკვირვებლის განცხადებით, ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ ნორმას რვაჯერ აღემატებოდა და თეირანი სააგენტოს ინსპექტორებს  ობიექტების დათვალიერების შესაძლებლობას არ აძლევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system