თავში

Netflix ახალგაზრდა "შერლოკ ჰოლმსს" გადაიღებს

Netflix ახალგაზრდა "შერლოკ ჰოლმსს" გადაიღებს
Netflix ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსს გადაიღებს

Netflix ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსის შესახებ ფილმს გადაიღებს. ის ახალ პროექტში ცნობილი ინგლისელი დეტექტივის შერლოკ ჰოლმსის ბიოგრაფიას გამოიყენებს. ფილმს სახელად "Sherlock Junior" ერქმევა.

ოფიციალური ინფორმაციით, სრულმეტრაჟიან ფილმში მოქმედება ახლანდელ დროში ვითარდება. ახალგაზრდა ჯონ უოტსონი, ახალ მეზობელ შერლოკ ჰოლმსს ჯადოქრის უცნაური გაუჩინარების და წყევლის საიდუმლოს გასაგებად უერთდება. პატარა დეტექტივების გუნდი იკრიბება, რათა თავიდან აიცილონ რამდენიმე საშიში დანაშაული და იპოვონ საგანძური, რომელიც ჯადოქარმა დამალა.

ახალი შერლოკის სცენარზე "დამბოს" და "ზარის" სცენარის ავტორი ერენ კრუგერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს Netflix-მა წარმოადგინა ფილმი სახელწოდებით "ენოლა ჰოლმსი", რომელიც დეტექტივის უმცროსი, მაგრამ არანაკლებ ნიჭიერი დის შესახებ მოგვითხრობს. კომპანიის მტკიცებით, ექსპერიმენტმა ძალიან წარმატებით ჩაიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system