თავში

Netflix-მა 10 ყველაზე პოპულარული ფილმი დაასახელა

Netflix-მა 10 ყველაზე პოპულარული ფილმი დაასახელა
Netflix-მა 10 ყველაზე პოპულარული ფილმი დაასახელა

Netflix-მა ყველაზე პოპულარული ფილმების სია გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილს ფილმი "ევაკუაცია" იკავებს, სადაც მთავარ როლს კრის ჰემსვორთი ასრულებს. ფილმს 99 მილიონი ნახვა აქვს. 

მეორე ადგილს საშინელებათა ფილმი "Bird Box", 89 მილიონი ნახვით იკავებს.

რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ფილმმა" სპენსერის მართლმსაჯულებამ", რომელსაც 85 მილიონი ნახვა აქვს. საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ ფილმები "Grave Six" 83 მილიონი ნახვით და "იდუმალი მკვლელობა", რომელსაც 73 მილიონი ნახვა აქვს.

დანარჩენი ხუთი ფილმის თანმიმდევრობა ასე გამოიყურება:  "ირლანდიელი", "სამმაგი საზღვარი", "არასწორი გოგონა", "პლატფორმა" და "იდეალური პაემანი".

შეგახსენებთ, რომ ფილმი "ევაკუაცია" მაყურებელს  2020 წლის აპრილში წარედგინა. მისი პროდიუსერები და სცენარისტები რამდენიმე წარმატებული Marvel-ფილმების შემქმნელები ანტონი რუსო და ჯო რუსო არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system