თავში

Netflix პიანისტ ლეონარდ ბერნშტეინზე ფილმს გადაიღებს

Netflix პიანისტ ლეონარდ ბერნშტეინზე ფილმს გადაიღებს
Netflix პიანისტ ლეონარდ ბერნშტეინზე ფილმს გადაიღებს

სტრიმინგ-სერვისი "Netflix" ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის, ლენარდ ბერნსტაინის შესახებ ფილმს გადაიღებს. მთავარს როლში ბრედლი კუპერი იქნება. გარდა ამისა ის სცენარზეც იმუშავებს, რომლის თანაავტორი "ოსკარზე" ნომინირებული "Spotlight-ის” სცენარისტთან, ჯოშ სინგერთან ერთად. "ვესტსაიდის ისტორიის" ავტორის შესახებ პროექტის პროდიუსერთა შორის მარტინ სკორსეზეს, ტოდ ფილიპს და სტივენ სპილბერგს ასახელებენ.  

უკვე ცნობილია, რომ ფილმში ყურადღება ბერსტაინისა და ჩილელი მსახიობის, ფელიცია მონტელეგრეს რთულ ურთიერთობაზე იქნება გამახვილებული. წყვილი 1951 წელს დაქორწინდა, ხოლო 25 წლიანი ქორწინების შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდა, რადგან კომპოზიტორს ჰომოსექსუალიზმის დამალვა აღარ შეეძლო და მის პარტნიორ ტომ კონტრანთან თანაცხოვრება დაიწყო. მაგრამ ლეონარდი მალევე დაუბრუნდა ფელიციას, რადგან მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მას ზრუვნა ესაჭიროებოდა. 


ფილმის გადაღებები, რომლის სახელწოდებაც ჯერ უცნობია, მომავალ წელს დაიწყება. "Netflix" მის გაქირავებაში ჩაშვებას შეზღუდული რაოდენობით გეგმავს, რათა ფილმების დაჯილდოებებისთვის ბრძოლის საშუალება მიეცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system