თავში

Netflix რემარკის ეკრანიზაციას გეგმავს

​Netflix რემარკის ეკრანიზაციას გეგმავს
Netflix რემარკის ეკრანიზაციას გეგმავს

Netflix ერიხ მარია რემარკის რომანის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" ეკრანიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

სცენარის ავტორები ყოფილი ჟურნალისტი იან სტოკელი და პროდიუსერი და მსახიობი ლესლი პატერსონი არიან. ფილმის რეჟისორი ედვარდ ბერგერი იქნება.

ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი დენიელ ბრიული შეასრულებს. გადაღებები 2021 წლის მარტში დაიწყება. Variety- ს ცნობით, ეს პროექტი გერმანიაში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმი იქნება.

რომანი "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს ეძღვნება. ის 1929 წელს გამოქვეყნდა. 1930 წელს ლუის მაილსტოუნმა ამ რომანის კინოადაპტაცია გადაიღო, რომელმაც კატეგორიებში "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო რეჟისორი" ორი "ოსკარი" მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system