თავში

Netflix-ს სერიალ 'A Suitable Boy-ში' კოცნის სცენის გამო ინდოეთში ემუქრებიან

Netflix-ს სერიალ 'A Suitable Boy-ში' კოცნის სცენის გამო
Netflix-ს სერიალ 'A Suitable Boy-ში' კოცნის სცენის გამო ინდოეთში ემუქრებიან

ინდური სატელევიზიო სერიალი A Suitable Boy, რომელიც გასულ თვეს Netflix-ის სტრიმინგ-სერვისზე გამოვიდა, დავის საგანი აღმოჩნდა. კომპანიას სერიალში კოცნი სცენის გამო ემუქრებიან. ამის შესახებ CNN წერს.

სატელევიზიო სერიალში სცენა, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა, ასე ვითარდება - ინდოელ ქალს მუსლიმი კაცი უყვარდება, რომელიც მას ინდუისტურ ტაძარში კოცნის. ეს საკითხი სადავო აღმოჩნდა ინდოეთის ზოგიერთი მაყურებლისთვის, მათ შორის ინდუისტი ნაციონალისტი პოლიტიკოსებისთვისაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დღეა Twitter-ზე შეინიშნება ტენდენცია "#BoycottNetflix".

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციას დაავალა, რომ სადავო სახის შინაარსი შეესწავლათ.

"ამ სცენას აქვს ძალიან წინააღმდეგობრივი შინაარსი, რომელიც აზარალებს კონკრეტული რელიგიის ხალხის გრძნობებს. მე ვთხოვე ხელისუფლებას, შეესწავლათ, თუ რატომ და რა განზრახვით დაიწყო ეს პროგრამა და ეს თემა [სტრიმინგის] პლატფორმებზე. ჩვენ გამოვიძიებთ და გავარკვევთ, რა სამართლებრივი ზომების მიღებაა შესაძლებელი", - განცხადა მინისტრმა.

ინდოეთის სახალხო პარტიის ლიდერმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან Netflix-ის ვიცე-პრეზიდენტის წინააღმდეგ ცალკე საჩივარი შეიტანა.

საჩივარში Netflix-ის ადანაშაულებენ განზრახ ან მავნე მოქმედებებში, რომელიც მიზნად რელიგიური გრძნობების შელახვას ისახავს. ინდოეთის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი დანაშაულის ჩადენა ჯარიმითა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Netflix-მა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system