თავში

ნევადაში ამომრჩეველთა ბიულეტენებს 10 ნოემბრამდე ჩაიბარებენ

​ნევადაში ამომრჩეველთა ბიულეტენებს 10 ნოემბრამდე ჩაიბარებენ
ნევადაში ამომრჩეველთა ბიულეტენებს 10 ნოემბრამდე ჩაიბარებენ

აშშ-ის ნევადის შტატის ადმინისტრაცია საარჩევნო ბიულეტენებს, რომლებიც მოქალაქეებმა საპრეზიდენო არჩევნების დღეს - 3 ნოემერს გააგზავნეს, 10 ნოემბრამდე მიიღებს.

"კანონის თანახმად, ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები, რომლებზეც საფოსტო შტამპი დასვეს არჩევნების დღეს, ან მანამდე და ადმინისტრაციაში 9 ნოემბრის 17:00 საათამდე მოხვდება, ყველა გათვალისწინებული იქნება", - ნათქვამია ნევადის შტატის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

ამ დროისთვის ნევადის შტატში ხმათა 87%-ია დათვლილი და დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ნევადის შტატში ბაიდენს ამომრჩეველთა 49%, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს - 48,5% უჭერს მხარს. ნევადა კანდიდატებს საარჩევნო კოლეგიის 6 ხმას აძლევს. 

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში ამ დროისთვის უცვლელია.

დემოკრატ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან  243, ხოლო დონალდ ტრამპს – 213 ხმა აქვს. გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის ხმების უმრავლესობა - სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system