თავში

ნევადაში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

ნევადაში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა
ნევადაში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

აშშ-ის შტატ ნევადაში უმისამართო სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ქალაქ ჰენდერსონში მადლიერების დღეს აღნიშნავდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა და 5 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად დაჭრილი იპოვა. მრავლობითი დაზიანებების გამო 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, დანარჩენი დაშავებულები კი ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ქალაქში მანქანით გადაადგილდებოდნენ და უმიზეზოდ ესროდნენ მოქალაქეებს. სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილის, 20-30 წლის თეთრკანიანი მამაკაცისა და 20 წლის ქალის ძებნა მაშინვე დაიწყეს და ისინი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system