თავში

ნიდერლანდების პოლიციაში დისკრიმინაციის შემსწავლელ სამსახურს შექმნიან

​ნიდერლანდების პოლიციაში დისკრიმინაციის შემსწავლელ სამსახურს შექმნიან
ნიდერლანდების პოლიციაში დისკრიმინაციის შემსწავლელ სამსახურს შექმნიან

ნიდერლანდების პოლიციაში 2021 წლის იანვრიდან დისკრიმინაციის ფაქტებს სპეციალურად მომზადებული დეტექტივები გამოიძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ NL Times ავრცელებს.

პოლიციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება რასისტული და ანტისემიტური ინციდენტების რიცხვის ზრდას უკავშირდება. გასულ წელს სამართალდამცავებმა კრიმინალური ხასიათის დისკრიმინაციის 5 487 აქტი აღრიცხეს, რაც 2018 წლის მონაცემებს 17 პროცენტით აღემატება.

ნიდერლანდების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრის თქმით, შესაბამისი ქვედანაყოფის შესაქმნელად და მომავალი 5 წლის განმავლობაში გამართულად მუშაობისთვის მთავრობამ 7 მილიონი ევრო გამოყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system