თავში

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

​ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიგრიდ კააგმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილოვრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ნიდერლანდების მთავრობის ქმედებები გახდა.

კააგმა გადაწყვეტილება შესახებ პარლამენტის მიერ მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო.

"პალატამ გადაწყვიტა, რომ მინისტრთა კაბინეტის მოქმედებები უპასუხისმგებლო იყო. მინისტრი უნდა წავიდეს, თუ მისი პოლიტიკა უარყოფილია“, – განაცხადა კააგმა.

კანონმდებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთიდან ჰოლანდიის მოქალაქეებისა და იმ ადგილობრივების ევაკუაციის პროცესის არასათანადოდ განხორციელებაში დაადანაშაულეს, რომლებიც ჰოლანდიის შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში დახმარებას უწევდნენ.

პარლამენტში მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაიჭირა, 72 კი წინააღმდეგი წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system