თავში

ნიდერლანდების სილამაზის სალონებში მომხმარებლებს ღვინოს შესთავაზებენ

​ნიდერლანდების სილამაზის სალონებში მომხმარებლებს ღვინოს შესთავაზებენ
ნიდერლანდების სილამაზის სალონებში მომხმარებლებს ღვინოს შესთავაზებენ

ნიდერლანდებში საქორწილო კაბებისა და სმოკინგის მყიდველებს საშუალება ექნებათ, საზეიმო ტანსაცმლის არჩევის პროცესში ერთი ჭიქა შამპანური დააგემოვნონ. კლიენტებისთვის ღვინის დასხმის უფლება კი სილამაზის სალონებმაც მიიღეს. ასეთი ინიციატივა ქვეყნის მინისტრთა ახალმა კაბინეტმა დაამტკიცა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ANP ავრცელებს,

საცალო ვაჭრობის ან მომსახურების მიმწოდებლებსა და სურსათისა და სასმელების სექტორს შორის ხაზის შერბილება არის სიახლე, რომელიც არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო კოალიციაში შეთანხმებების შედეგად გაჩნდა.

ზოგიერთი პარტია ამ ცვლილებას ადრეც ემხრობოდა, მაგრამ მარკ რიუტეს მთავრობამ მათ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა. სახელმწიფო მდივანი პოლ ბლოჰეისი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს წარმოადგენდა, ამ გეგმებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

”ჩვენ ალკოჰოლს უფრო შეგნებულად უნდა მოვექცეთ და არა თავისუფლად”, - აცხადებდა ის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system