თავში

ნიდერლანდებში დღეში COVID-19-ის თითქმის 24 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

​ნიდერლანდებში დღეში COVID-19-ის თითქმის 24 ათასი ახალი
ნიდერლანდებში დღეში COVID-19-ის თითქმის 24 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

ნიდერლანდებში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 789 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ახალი ანტირეკორდი უწოდეს. ინფორმაციას NOS ავრცელებს.

"ნიდერლანდების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (RIVM) მიერ დაფიქსირებული, კორონავირუსის დადებითი ტესტების რაოდენობა დღეს დილის 10:00 საათისთვის 23,789-მდე გაიზარდა, რაც ახალი ყოველდღიური რეკორდია. გუშინდელთან შედარებით 785-ით მეტი დადებითი ტესტია“, - ნათქვამია ინფორმაციას.

აღნიშნულია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დღეში საშუალოდ 22 417 დადებითი ტესტი დაფიქსირდა. ეს 32 პროცენტით მეტია, ვიდრე შვიდი დღის წინ.

24 ნოემბერს ნიდერლანდებში კორონავიეუსის საწინააღმდეგო რეგულაციები გამკაცრდა. ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა ერთმანეთისგან 1.5 მეტრში უნდა იმყოფებოდეს. გამონაკლისი მხოლოდ ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს ეხება.

ამასთან, ნიდერლანდებში, სადაც 3-კვირიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცავებსა და მონაწილეებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system