თავში

ნიდერლანდებში მშენებლებმა აქცია ავტობანზე გამართეს

​ნიდერლანდებში მშენებლებმა აქცია ავტობანზე გამართეს
ნიდერლანდებში მშენებლებმა აქცია ავტობანზე გამართეს

ნიდერლანდებში ასობით კილომეტრის ავტომაგისტრალები საცობებით იყო გადაჭედილი. მშენებლებმა, პროტესტის ნიშნად, გზებზე, სატვირთო მანქანები, ექსკავატორები და ამწეები გამოიყვანეს. საცობი ჰააგის გარშემო 380 კილომეტრზე გადაიჭიმა. ეს, სექტემბრიდან მოყოლებული, უკვე რიგით მეხუთე საპროტესტო აქციაა.

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო აზოტის გამოტყორცნით გარემოს დაბინძურებას აპროტესტებს, ნიდერლანდებში მშენებლები გამოფრქვევების შესამცირებლად რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან. მათ სამუშაო ადგილების დაკარგვის ეშინიათ.

აქციის მონაწილეები ასევე აღშფოთებულები არიან სასამართლოს მაისის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ნიდერლანდებმა ევროკავშირის მასშტაბით, ჰაერში აზოტის ყველაზე მეტი რაოდენობა გამოტყორცნა და კანონმდებლობა დაარღვია.

სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სფერო ჰაერში ყველაზე მეტ აზოტს გამოყოფს. ნიდერლანდელი მშენებლები და ფერმერები შიშობენ, რომ მომავალში ისინი მკაცრი რეგულაციებისა და სირთულეების წინააღმდეგ აღმოჩნდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system