თავში

ნიდერლანდებში უამინდობის გამო 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ნიდერლანდებში უამინდობის გამო 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
ნიდერლანდებში უამინდობის გამო 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ნიდერლანდების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის საშიშროების გამო დაახლოებით 15 ათასი მოქალაქეა ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ NL Times ავრცელებს.

”დღეს, მაასტრიხტის ნაწილი დაიტბორება. დაზარალებულ რაიონებში ჩვენ ველით წყლის საკმაოდ მაღალ დონეს - 80 სმ-დან 5 მ-მდე”,- განაცხადეს სამხრეთ ლიმბურგის რეგიონის უსაფრთხოების სამსახურში.

ლიმბურგის სხვა ქალაქში, რურმონდში ევაკუაცია გამოცხადდა სახლებში, რომლებიც მდინარე მაასის შენაკადებთან მდებარეობს.

”ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მაასზე წყალმოვარდნები არასოდეს გვინახავს”, - განაცხადეს ჩრდილოეთ ლიმბურგის რეგიონის უსაფრთხოების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system