თავში

ნიგერიაში 75 არალიცენზირებული კლინიკა დახურეს

ნიგერიაში 75 არალიცენზირებული კლინიკა დახურეს
ნიგერიაში 75 არალიცენზირებული კლინიკა დახურეს

ნიგერიაში, ნასავარას შტატში ხელისუფლებამ 75 არალიცენზირებული სამედიცინო კლინიკა დახურა.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, დალუქული 75 საავადმყოფოდან 35 რეგისტრირებულია, მაგრამ მათ ლიცენზიის ვადის ამოწურვის გამო მოქმედება შეეზღუდათ. დანარჩენი 40 კლინიკა კი ლიცენზიის გარეშე ასრულებდა სამედიცინო მომსახურეობის გაწევას.

ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ კლინიკების შემოწმებისას მრავალი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის არის კერძო კლინიკა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მდებარეობს. იქ 10 ბავშვს არაკვალიფიციურმა ექიმებმა წარუმატებელი ოპერაცია გაუკეთეს. აღნიშნულ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

კერძო საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკა შემოსავლის წყაროს მოსაპოვებლად დაარსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system