თავში

ნიგერიაში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

​ნიგერიაში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი სახლი დაიწვა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბენზინმზიდი მანქანის აფეთქების შედეგად.

უბედური შემთხვევა ბენუეს შტატში, ქალაქ ოშიგბუდუში მოხდა. საწვავის სავსე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, ბენზინი დაიღვარა და ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი სწრაფად მოედო ახლომდებარე სახლებს და უმართავი გახდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მანქანაზე, სავარაუდოდ, კონტროლი დაკარგა, რასაც კატასტროფა მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system