თავში

ნიგერიაში "ბოკო-ჰარამის" დაჯგუფებამ არმიის მეთაური მოკლა

ნიგერიაში "ბოკო-ჰარამის" დაჯგუფებამ არმიის მეთაური მოკლა
ნიგერიაში ბოკო-ჰარამის დაჯგუფებამ არმიის მეთაური მოკლა

ნიგერიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტატ ბორნოსში არმიის მეთაური, პოლკოვნიკი ბაკო, დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრებმა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა კვირას საღამოს მოხდა. არმიის მეთაური საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლკოვნიკი ბაკო 25 დანიშნულების ბრიგადის მეთაური იყო, რომელიც დაჯგუფება "ბოკო-ჰარამის" აჯანყებულებს ებრძოდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, არმიის მეთაურთან ერთად მყოფი 6 ჯარისკაცი თავდასმის შედეგად დაიღუპა. 

ნიგერიაში „ბოკო-ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა. "ბოკო ჰარამის" დაჯგუფება ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს, თუმცა, დროდადრო, თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებშიც, ნიგერსა და კამერუნშიც ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system