თავში

ნიგერიაში ექვსი თვის წინ გატაცებული 30 მოსწავლე გაათავისუფლეს

​ნიგერიაში ექვსი თვის წინ გატაცებული 30 მოსწავლე გაათავისუფლეს
ნიგერიაში ექვსი თვის წინ გატაცებული 30 მოსწავლე გაათავისუფლეს

ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, 30 სტუდენტი და მასწავლებელი გაათავისუფლეს, რომლებიც შეიარაღებულმა პირებმა ნახევარი წლის წინ გაიტაცეს. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოჯახებში დაბრუნებამდე გათავისუფლებულები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შესაბამის დახმარებას მიღებენ.

გათავისუფლების დეტალები ჯერ უცნობია.

შეიარაღებული პირების საშუალო სკოლას 2021 წლის 17 ივნისს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ ერთი პოლიციელი. გავრცელებული ცნობებით, მათ "ათობით სკოლის მოსწავლე გაიტაცეს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system