თავში

ნიგერიაში ჯაჭვით დაბმული ბავშვები გადაარჩინეს - PHOTO

ნიგერიაში ჯაჭვით დაბმული ბავშვები გადაარჩინეს - PHOTO

ნიგერიის პოლიციამ, სპეცოპერაციის შედეგად, ქალაქ კადუნში 300 ადამიანი გადაარჩინა, რომელთა უმეტესობა 5-დან 16 წლამდე ბავშვია. ტრეფიკინგის მსხვერპლთა ნაწილს ხელ-ფეხზე ბორკილები ედო. რამდენიმეს ზურგზე ცემის და წამების კვალი აღენიშნებოდა. ქალაქის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდნენ  ტყვეები ადგილობრივი სკოლის შენობაში. 

პოლიციის თქმით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა, მათ ხშირად საკვების გარეშე ტოვებდნენ. ზოგიერთი ჯაჭვით იყო დაბმული და შენობაში მრავალი წელი გაატარა.

სამართალდამცავებმა შვიდი ადამიანი, მათ შორის სკოლის მასწავლებლები დააკავეს.

ამჟამად ბავშვებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

„ჩვენ გავარკვიეთ, რომ ორი ბავშვი ბურკინა-ფასოდან იყვნენ, უმეტესობა კი ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებიდან მშობლებმა ნებაყოფლობით ჩამოიყვანეს“, - განაცხადა კადუნის პოლიციის წარმომადგენელმა იაკუბუ საბომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system