თავში

ნიგერიაში ქლოროქსინით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

​ნიგერიაში ქლოროქსინით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა
ნიგერიაში ქლოროქსინით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენოს ქლოროქსინი Covid-19-ის წინააღმდეგ თვითმკურნალობისთვის. მასზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეს პრეპარატი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახსენა და განაცხადა, რომ ის კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა.

ლაგოსში ამ პრეპარატის მიღების შემდეგ საავადმყოფოში სამი ადამიანი მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN წერს.

ქლოროქსინი Covid-19-ის წინააღმდეგ წამალი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის პრეზიდენტმა ახსენა, ლაგოსის მოსახლეობამ მისი მასობრივი შეძენა დაიწყო. აფთიაქებში დეფიციტი შეიქმნა, ფასები კი დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის ექსპერიმენტულ მკურნალობაზე 19 მარტს ისაუბრა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system