თავში

ნიგერიაში ლასას ცხელებით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა

ნიგერიაში ლასას ცხელებით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა
ნიგერიაში ლასას ცხელებით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა

ნიგერიაში, ლასას ცხელებისგან მიმდინარე თვის განმავლობაში 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 195 დაინფიცირებულია. ინფორმაციას Nation-ი ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლასას ცხელება არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს სიკვდილიანობა, რესპირატორული სისტემის, თირკმელებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.

ინფექციის მთავარი მატარებლები არიან აფრიკელი ვირთხები. ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს საკვების, წყლისა და ჰაერწვეთოვანი გზით.

დაავადების თავიდან ასაცილებლად მთავარი პრევენციული ზომა ვირთხებთან ბრძოლა და სასმელი წყლის სისუფთავეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system