თავში

ნიგერიაში პოლიციამ 250 დემონსტრანტი დააკავა

​ნიგერიაში პოლიციამ 250 დემონსტრანტი დააკავა
ნიგერიაში პოლიციამ 250 დემონსტრანტი დააკავა

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში პოლიციის სისასტიკისა და ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სულ მცირე 250 დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულებს ხანძრის გაჩენა, დარბევა, ძარცვა, მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედებათ ბრალად. სამშაბათის აქციაზე მომიტინგეებმა პოლიციის 16 განყოფილებას ცეცხლი წაუკიდეს, დაწვეს სამართალდამცავების 58 და 62 კერძო პირის მანქანა. დაარბიეს და დააზიანეს სახელმწიფო დაწესებულებების შენობები.

საპროტესტო გამოსვლები ნიგერიაში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლის გახსნეს. დაპირისპირებას უკვე მოჰყვა მსხვერპლი ორივე მხრიდან. არიან დაშავებულები.

ნიგერიელები ძარცვასთან მებრძოლი სპეცდანიშნულების რაზმის ქმედებებს აპროტესტებენ, რომელთაც, უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე წლებია კორუფციაში, გამოძალვაში, ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებენ. სპეცდანიშნულების რაზმი ხელისუფლებამ 11 ოქტომბერს გააუქმა, თუმცა მოსახლეობა სამართალდამცავი სტრუქტურების ფართომასშტაბიან რეფორმებს ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system