თავში

ნიგერიაში შეიარაღებული პირები გაერო-ს ბაზას დაესხნენ თავს

ნიგერიაში შეიარაღებული პირები გაერო-ს ბაზას დაესხნენ თავს
ნიგერიაში შეიარაღებული პირები გაერო-ს ბაზას დაესხნენ თავს

ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრები გაერო-ს ბაზასა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორგანიზაციის 25 თანამშრომელი ტერორისტების ალყაშია მოქცეული.

”ჰუმანიტარული ცენტრი მთლიანად დაიწვა, მაგრამ მისი თანამშრომლები არ დაშავებულან. 25 თანამშრომელი თავშესაფარში იმალება, რომელსაც შეიარაღებულმა პირებმა ალყა შემოარტყეს”,- აღნიშნავეს სააგენტო.

ნიგერიაში "ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20 000 ადამიანი გახდა. 

გაერო-ს მონაცემებით, ნიგერიაში 10 წლიანი კონფლიქტის მანძილზე ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა. ძალადობა მეზობელ სახელმწიფოებში - ნიგერში, ჩადსა და კამერუნშიც გაგრძელდა, რასაც რეგიონის ამ სახელმწიფოების მიერ ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ კოალიციური სამხედრო ძალების ფორმირება მოჰყვა.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system