თავში

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს

ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიის შტატ კაცინას პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები მეჩეთში შეიჭრნენ, ცეცხლი გახსნეს და დაახლოებით 40 ადამიანი გაიტაცეს, რომლებიც სალოცავად იყვნენ მისულები. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კაცინას სახელმწიფო პოლიციის სპიკერის განცხადებით, გატაცებისთანავე, მოქალაქეები, პოლიციელები და ჯარისკაცები თავდამსხმელებს დადევნენ და 30 ადამიანი გადაარჩინეს. თუმცა, უცნობი რჩება კიდევ 10 ადამიანის ბედი.

ცნობილია, რომ გამოსასყიდისთვის გატაცებები ნიგერიაში ხშირია, მაგრამ კაცინას შტატში ყველაზე ხშირად ხდება გატაცებების შემთხვევები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system