თავში

ნიგერიაში სკოლა-ინტერნატის 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

​ნიგერიაში სკოლა-ინტერნატის 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს
ნიგერიაში სკოლა-ინტერნატის 300-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ჯანგებეში სახელმწიფო სკოლა-ინტერნატის 300-ზე მეტი მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებული პირები შენობაში შუაღამისას შევარდნენ. დაუდგენელი პირები, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფორმა ეცვათ, ჯიპებით და მოტოციკლეტებით მივიდნენ შენობასთან, ინტერნატიდან 300-ზე მეტი მოსწავლე გამოიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

ფაქტს ადგილობრივი ცელისუფლება იძიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system