თავში

ნიგერიაში ტერორისტების ტყვეობიდან 100 ადამიანი გაათავისუფლეს

​ნიგერიაში ტერორისტების ტყვეობიდან 100 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში ტერორისტების ტყვეობიდან 100 ადამიანი გაათავისუფლეს

ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში ტერორისტების ტყვეობიდან ასი ადამიანის გათავისუფლება პოლიციამ გამოსასყიდის გადახდის გარეშე შეძლო. ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

”ჩვენ ვესაუბრეთ თავდამსხმელებს, რომლებმაც ისინი გაიტაცეს და საუბრის ბოლოს ისინი დათანხმდნენ, რომ გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლებენ”, - განაცხადეს პოლიციაში.

მისივე თქმით, მძევლები ივნისის დასაწყისში სოფელ ზამფარაში გაიტაცეს, ანუ ისინი ტყვეობაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ.

გატაცებულთა შორის უმეტესად ქალები და ბავშვები, მათ შორის ჩვილებიც იყვნენ.

პოლიციაში განმარტეს, რომ ყველა გათავისუფლებული მძევალი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ნათესავებს გადაეცემა.

შეგახსენებთ ბოლო თვეების განმავლობაში ნიგერიაში დასახლებებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მკვიდრნი მოკლეს და გამოსასყიდისთვის გაიტაცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system