თავში

ნიგერიაში ტერორისტებმა 50 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიაში ტერორისტებმა 50 ადამიანი გაიტაცეს
ნიგერიაში ტერორისტებმა 50 ადამიანი გაიტაცეს

ნიგერიაში, შიროროს ოლქში ბოკო ჰარამის დაჯგუფების ტერორისტებმა 50 ადამიანი გაიტაცეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მოკლულთა და გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

"თავდასხმის დროს კრიმინალებმა გაძარცვეს სახლები და გაიტაცეს ადამიანები. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ტერორისტებმა, სულ მცირე, 50 ადამიანი გაიტაცეს", - განაცხადა თვითმხილველმა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სოფლებში ტერაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

"ამ დროისთვის, შიროროს ოლქში თითქმის ყველა თემი და სოფელი გაძარცულია. ჩვენ ყველანი ტერორში ვართ. კრიმინალების ბოროტი ქმედებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ჩვენ დახმარებას ვითხოვთ", - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

გაერო-ს მონაცემებით, ნიგერიაში 10 წლიანი კონფლიქტის მანძილზე ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობის შედეგად 36 000 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონამდე ადამიანი დევნილად იქცა. ძალადობა მეზობელ სახელმწიფოებში - ნიგერში, ჩადსა და კამერუნშიც გაგრძელდა, რასაც რეგიონის ამ სახელმწიფოების მიერ ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ კოალიციური სამხედრო ძალების ფორმირება მოჰყვა.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system