თავში

ნიგერიაში ტერორისტებმა 75 მოხუცი მოკლეს

​ნიგერიაში ტერორისტებმა 75 მოხუცი მოკლეს
ნიგერიაში ტერორისტებმა 75 მოხუცი მოკლეს

ნიგერიაში, ბორნოს შტატის ქალაქ გვოზას 75 ასაკოვანი მოსახლე მოკლეს. თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაცია "ბოკო ჰარამის" წევრებმა მოაწყვეს. ამის შესახებ სენატორი ალი ნდუმე იუწყება.

ნდუმეს თქმით, გვოზაში ახლა ვითარება უკიდურესად საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელი ძალოვნები ბორნოში ტერორიზმის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებენ, მკვლელობები აქ ყოველ დღე ხდება.

ნიგერიაში „ბოკო-ჰარამი“ 2009 წელს, დაჯგუფების ლიდერის, მუჰამედ იუსუფის დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების მსხვერპლი 20000 ადამიანი გახდა. "ბოკო ჰარამის" დაჯგუფება ძირითადად ნიგერიაში მოქმედებს, თუმცა, დროდადრო, თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებშიც, ნიგერსა და კამერუნშიც ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system